ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, „ტვ პირველის" ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის, გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

08.12.2024 ნახვები: 483

ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, „ტვ პირველის" ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის და ოპერატორის გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმის განმარტებით, სასურველია მედიის წარმომადგენლები „ხვალამდე კლინიკაში დარჩნენ“.

„ამ დროისთვის, მაკას და გიორგის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ჯერჯერობით კლინიკაში რჩებიან.

მაკას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, ასევე მარცხენა თვალის არეში კონიქტიური სისხლჩაქცევა. საბედნიეროდ, თვალის კაკლების მოძრაობა შენახულია, მხედველობის სიმახვილე არ არის დაქვეითებული, ამ მომენტისთვის, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას ძვლოვანი სტრუქტურების დაზიანება არ აღენიშნება. ასევე, აქვს მუხლის დაჟეჟილობა.

რაც შეეხება გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას აღენიშნებოდა კეფის არეში დაახლოებით 2 სანტიმეტრიანი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც დამუშავდა და გაიკერა. მას კლინიკაში შემოსვლისას აღენიშნებოდა - თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისტკივილი. შესაბამისად, მოთავსდა თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, მას სხეულის და თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. საბედნიეროდ ტრავმული დაზიანება გამოირიცხა“, - აღნიშნა ექიმმა.

გარდა ამისა, ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის აქციაზე დაშავებული სამი პაციენტი იმყოფება, რომელთა შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„რაც შეეხება სხვა დაზარალებულებს, კიდევ სამი დაზარალებული ჩვენს დეპარტამენტში რჩება. აქედან ერთ-ერთი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც რბილი ქსოვილების დაზიანება და სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება, საბედნიეროდ, [ჯანმრთელობის] მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის განმავლობაში ორი პაციენტის გაწერას ვგეგმავთ, ხოლო ხვალ ერთი პაციენტის გაწერას, რომელიც პარასკევს მოვათავსეთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გუშინ, „ტვ. პირველის“ ოპერატორს, გიორგი შეწირულს და ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ამ დროისთვის, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა