ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

„მთავარი არხი“ - მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი ბექა ყორშია

07.12.2024 ნახვები: 482

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი,- ამის შესახებ „მთავარი არხის’ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ტელეკომპანია განცხადებაში წერს, „მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის "ქართული ოცნების" ანგარიშსწორების სამიზნე.

„დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის „ქართული ოცნების“ ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი.

„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა