ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

შსს მეტროსადგურებში საპოლიციო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაკავებულია 2 პირი

07.12.2024 ნახვები: 469

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება კანონის შესაბამისად ჩაატარეს.

 

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების მოთხოვნას, უწყება აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა, თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში საპოლიციო ღონისძიება - მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს. განვმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი ზომები.

 

ასევე, აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა