ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
War update: 170 clashes on frontline over past day, Russian forces intensifying assaults in three sectors
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,030 over past day

პაატა ციკოლია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს - როგორ შეიძლება ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე მოძალადე იყოს?

06.12.2024 ნახვები: 478

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის უნივერსიტეტის ყოფილ და მოქმედ სტუდენტებთან შეხვედრას მის მიმართ კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული შეფასებები გახდა.

მსახიობებმა და რეჟისორებმა შალუტაშვილისგან მოითხოვეს, უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ გამოხატოს მკაფიო პოზიცია საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და დაპატიმრებებზე, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაკავებაზე.

შალუტაშვილმა უნივერსიტეტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, რომ როგორც კი მისთვის ყველაფერი “აბსოლუტად ნათელი გახდება, ყველა ზომას მიმართავს, რაც შედეგს მოიტანს - იქნება ეს თავდებობა, შეწყალება თუ სხვა“. რექტორმა აქვე დასძინა, “თუ როგორ შეიძლება წაქცეული ადამიანის ცემას გამართლება მოუძებნოს“.

გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა ისიც, რომ “მისთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა“. მის ამ რეპლიკას კრიტიკა მოჰყვა.

“ძალადობა აქეთა მხარეს არ არის! როგორ შეიძლება ნათია ბუნტური მოძალადე იყოს?! - როგორ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე ძალადობს?!

გაქვთ ნანახი ვიდეო, რის საფუძველზეც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს?!“, - მიმართა რექტორს რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა