ევროკავშირმა საქართველოს პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, "აქციებზე უსაფრთხოების ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს".
„6 დღის განმავლობაში მამაცი ქართველები რეჟიმის მიერ კონსტიტუციის დარღვევას წინააღმდეგობას უწევენ. ევროკავშირი არა უფრო მისაღებ ვარიანტს, არამედ ყველა ქართული ინსტიტუტისთვის ვალდებულებას წარმოადგენს. უსაფრთხოების ძალების სისასტიკე სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ევროკავშირმა პრეზიდენტსა და პროევროპელებს მხარი გარკვევით უნდა დაუჭიროს“, - წერს მიხაილ როთი.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ