ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

ილია თოფურია - მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს, ამას თავისუფლება არ ჰქვია

02.12.2024 ნახვები: 480

ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს.

“ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან ეს ყველა მოქალაქისთვის შესაძლებლობებისა და პროგრესის მომავალია. ერთად უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის”, - წერს თოფურია "ინსტაგრამის სთორიში" გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა