ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

ე.წ. პარლამენტმა ე.წ.მთავრობას ნდობა გამოუცხადა

28.11.2024 ნახვები: 458

ე.წ. პარლამენტმა ე.წ. მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ე.წ. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ე.წ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა.

პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და ე.წ. პარლამენტის სხდომა დასრულდა.

სესიამდე ე.წ. მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა