ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

28.11.2024 ნახვები: 457

დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.

მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება.

მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:

პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;

ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;

რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა