ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელი კიტ კელოგი იქნება

28.11.2024 ნახვები: 473

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელმაც უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შეარჩია, - Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„კიტს ჰქონდა გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა, მათ შორის მსახურობდა ძალიან მგრძნობიარე ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, - წერს ტრამპი.

ამჟამად აშშ-ში უკრაინის ომის საკითხზე სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, თუმცა დონალდ ტრამპმა პირადად გამოხატა ინტერესი ამ პოზიციის შექმნასთან დაკავშირებით.

კელოგმა უკრაინის შესახებ გეგმა ფრედ ფლეიცთან ერთად შეადგინა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.

Reuters-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დასრულების შესახებ კელოგის გეგმა გულისხმობს საბრძოლო ხაზების გაყინვას არსებულ ლოკაციებზე და კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას. გეგმის მიხედვით, აშშ ეტყვის უკრაინას, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს. შეერთებული შტატები ამავდროულად გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას.

კელოგი იყო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი ტრამპის პრეზიდენტობისას, 2017-2021 წლებში და მაშინდელი ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა