ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ნიკა მელია - ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან

ნახვები: 533 ნიკა მელია - ივანიშვილმა თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან

თუ ვინმე დაამცირა, თუ ვინმეს აგრძნობინა, რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ამომრჩევლები არიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს... თუმცა რატომ არის ეს გასაკვირი? იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს.

„რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად, როცა თავად ივანიშვილი გყავს. ივანიშვილი განათლებულობით, ერისკაცობით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით უფრო მეტია ვიდრე ყაველაშვილი? ან ბატონი კალაძე მეტია განათლებით თუ გამჭრიახობით?

ამით მიუჩინა თავისი გუნდის წევრებს ადგილი. ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაში ივანიშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს, რადგან კალაძე ჰყავს ასეთი და სხვა მაგალითები. სკოლის ატესტატი, უმაღლესი განათლება რომ არ აქვს ადამიანს და შემდეგ „ქოცების“ ტირაჟირება რომ უწევს, შემდეგ მისი გამართლება ხდება გარკვეული ადამიანების მხრიდან, რომ ივანიშვილია ამ ქვეყნის მომავალი, ასეთი ადამიანებიც კი ჩაფიქრდებიან“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა