ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში

27.11.2024 ნახვები: 481

ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში - ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობასა და „ჰეზბოლას“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.

„ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დავესხმებით. თუ საზღვართან ახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენას შეეცდება, თავს დავესხმებით. თუ რაკეტას გაუშვებს, თუ გვირაბს გათხრის, რაკეტების გადამტან სატვირთო მანქანას შემოიყვანს, თავს დავესხმებით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელისთვის სამი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი : პირველი - ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე ფოკუსირება, მეორე მიზეზი არის ისრაელის ძალებისთვის „ამოსუნთქვის“ საშუალების მიცემა და მარაგების შევსება და მესამე -ფრონტების გამოყოფა და „ჰამასის“ იზოლაცია.

„ომის მეორე დღიდან „ჰამასს“ იმედი ჰქონდა, რომ „ჰეზბოლა“ მის გვერდით იბრძოლებდა, სურათიდან „ჰეზბოლას“ ჩამოშორებით, „ჰამასი“ მარტო რჩება. გავზრდით ზეწოლას „ჰამასზე“ და ეს დაგვეხმარება ჩვენი წმინდა მისიის განხორციელებაში, ჩვენი მძევლების გათავისუფლებაში. არაერთხელ მითქვამს, კარგი შეთანხმება არის შეთანხმება, რომელიც აღსრულდება და ჩვენ მას აღვასრულებთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შევდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა