ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება

26.11.2024 ნახვები: 452

პარლამენტი 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტს უკვე წარედგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გააცნო. გრაფიკის მიხედვით, საკომიტეტო განხილვები 26-27 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა