ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?

ნახვები: 535 ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?

დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ისინი აქციის მონაწილეებს ეხმარებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით წავიდნენ.

„დაკეტილია რუსთაველის გამზირი და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის. სად გინახავთ გადაკეტილ რუსთაველზე მანქანებით სიარული? ოდესმე გაგიგიათ? უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანები ვერ ივლიან. ხალხს ვეხმარებით, რომ დადგნენ და წავიდნენ მსვლელობით, როგორც ხდება ხოლმე“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აღნიშნულის გარდა, ავტოკოლონის გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს განმარტებების გაკეთება მოსთხოვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

„ასე გეშინიათ, რომ არ შეიძლება მანქანების შესვლა?“ - მიმართა დეკანოიძემ.

დეკანოიძის საპასუხოდ სირაძემ განმარტა, რომ ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან.

„თქვენი სატრანსპორტო საშუალებები, როცა გზა გახსნილი იყო, მოძრაობდნენ. ახლა გზა დაკეტილია და მანქანები ვერ გაივლიან. ისინი ხალხთან ერთად გადაკეტილ გზაზე ვერ გაივლიან“, - უპასუხა ვაჟა სირაძემ.

დეკანოიძემ ვაჟა სირაძეს ასევე განუმარტა, რომ მანქანები ადგილზე მისვლის შემდეგ უკან წამოვიდოდნენ, თუმცა სირაძემ უპასუხა, რომ ასე ვერ მოხდებოდა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაკეტილ რუსთაველის გამზირზე მანქანები ვერ ივლიან!" - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სირაძის განმარტებით, აქციის ორგანიზატორებს პოლიცია ეხმარებოდა.

“არ მესმის ისეთ რაღაცას მეუბნები. 50 მანქანა ივლის ხალხში რუსთაველის გამზირზე? პირადად მე ვუთხარი თქვენს წარმომადგენლებს, რომ პოლიციელები იყვნენ და გეხმარებოდათ“, - განაცხადა სირაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა