Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

ირაკლი კუპრაძე - ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს

22.11.2024 ნახვები: 451

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს - ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება და კოალიციას შესაძლებლობა არ ეძლევა, წარადგინოს მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს. დღეს, 12 საათზე ლევან მურუსიძის სახელობის სააპელაციო სასამართლოში შედგება სხდომა, რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო, უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია წარგვედგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა ჩაატაროს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ, მხოლოდ და მხოლოდ, მოსამართლეების გარემოცვაში; მიიღოს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს მოსალოდნელია იქ, სადაც ლევან მურუსიძე და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან წარმოდგენილები. სასამართლო სისტემა დღეს, სამწუხაროდ, ისე ატარებს სხდომებს, რომ არ არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები ინფორმაციის, მტკიცებულებების მიწოდების და სამართლებრივი არგუმენტაციის. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველა ინსტანციაში იბრძოდა, საუბნო კომისიებიდან დაწყებული, საოლქო კომისიებიდან გაგრძელებული. ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა