ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

ვოლოდიმირ ზელენსკი - მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ

21.11.2024 ნახვები: 484

მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა მზად უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიის დასათმობად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა კანონიერად ვერ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.

„ჩვენ კანონიერად ვერ ვაღიარებთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად. ეს ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც პუტინმა დაიკავა 2014 წლიდან, სრულმასშტაბიან შემოჭრამდე. კანონიერად ჩვენ ამას არ ვაღიარებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ზელენსკის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას და არიან თუ არა მზად, დათმონ ყირიმი ომის დასასრულებლად, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა მზადაა ყირიმის დიპლომატიური გზით დასაბრუნებლად.

„ჩვენ არ შეგვიძლია ათასობით ჩვენი ადამიანი გავწიროთ იმისთვის, რომ ისინი დაიღუპონ ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი, შეიძლება, დიპლომატიური გზით დაბრუნდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა