ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან

ნახვები: 535 თამარ კორძაია - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების საკითხზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადაეცემა, რადგან კორძაიას განმარტებით, ყველა მანდატი სადავოა.

„ეს პოსტი იმათთვის, ვისაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ჰგონია კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა!

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არჩევნების არაკონსტიტუციურად აღიარებასთან დაკავშირებით იმიტომ ითვალისწინებს უმოკლეს ვადებს (3 დღე), რომ აჩერებს პარლამენტის შეკრებას და მის ლეგიტიმაციას;

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას მოქმედებაში მოჰყავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნტი, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, სამანდატო კომისიას არა აქვს მათი სიაში შეყვანის უფლება.

კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი გვაქვს 131-ე მუხლის მოქმედების შეჩერება და ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეჩერებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან სადაო ყველა მანდატი.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან“, - განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა