ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

ირანელი სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტთან ტანსაცმელი გაიხადა, „ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების“ მიზეზით, ოჯახს დაუბრუნეს

20.11.2024 ნახვები: 480

სტუდენტი გოგონას წინააღმდეგ, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა, სამართლებრივი საქმე არ აღძრულა და ის ოჯახს გადასცეს, - ამის შესახებ ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა, ასგარ ჯაჰანგირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ის საავადმყოფოში გაგზავნეს და დადგინდა, რომ ავად იყო, ის ოჯახს გადასცეს და მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საქმე არ აღძრულა“, - განაცხადა ირანის სასამართლოს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ახალგაზრდა გოგონამ, თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც უნივერსიტეტის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ირანის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გოგონა „პრობლემური ინდივიდია“ და იგი სამკურნალო ცენტრში გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა