ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა - გოჩა მირცხულავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას
გიგა წულეისკირი - სპეციალურად არ გვაძლევენ თქვენი გასტუმრების საშუალებას
სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება

დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ადვოკატი

19.11.2024 ნახვები: 450

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქავთარაძე ლონდარიძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

როგორც ლონდარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სახეში გაარტყეს.

ლონდარიძე და სხვა ადვოკატები დანარჩენ დაკავებულებს სხვადასხვა დროის ინტერვალში შეხვდებიან.

„მის მიმართ გადამეტებული ძალაა გამოყენებული. ავტომანქანაში ჩასმის მომენტში ერთ-ერთმა დამკავებელმა, მას უთხრა, ხომ დაგაკავეთო, უცენზურო სიტყვებით მიმართა, შემდეგ სახეში დაარტყა ხელი, რისი კვალიც ეტყობა. აღნიშნულის გამო, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუცილებლად მივმართავთ. დაკავების საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. სხვა პირებს აკავებდნენ, ისიც იქვე იდგა და იძულებით მანქანაში ჩასვეს",- განაცხადა ლონდარიძემ.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა