Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

გიორგი ვაშაძე - ერთი ღამე გადალახულია, ასე გადავლახავთ ყველაფერს

18.11.2024 ნახვები: 415

ვაგრძელებთ პროტესტს. 12 საათი გავიდა, ყველაზე რთული დრო გადალახულია, რთული ღამე გავიარეთ - საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამით და ბიძინასაც მოვაშორებთ ამ ქვეყნიდან,- ასე მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.

მისი თქმით, პროტესტის რთული ეტაპი უკვე გადალახულია.

„ნელ-ნელა ქალაქი იღვიძებს და ყველას ვეუბნებით, შემოგვიერთდით, მოდით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ჩვენი პროტესტი უნდა გამოვხატოთ. მადლობა, ვინც აქ ხართ. ასე მხნედ და მაგრად ხართ, ერთიანობით დიდ გამარჯვებას მივაღწევთ.

ვაგრძელებთ პროტესტს. 12 საათი გავიდა. ყველაზე რთული დრო გადალახულია, რთული ღამე გავიარეთ. ახლა იწყება ის სასიამოვნო დრო, როდესაც უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება. ახლობლებსა და მეგობრებს დაუძახეთ, ძალიან კარგი ატმოსფეროა, ჩვენ დიდი გამარჯვებისკენ მივდივართ.

ჩვენ ეს შევძელით, ერთი ღამე გადალახულია, ასე გადავლახავთ ყველაფერს. როგორც გათენდა დღეს, ისე გავათენებთ საქართველოში და დიდი გამარჯვებისკენ წავალთ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ჩვენ ყველა ვიამაყებთ ამით და ბიძინასაც მოვაშორებთ ამ ქვეყნიდან.

დიდი მადლობა გამძლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, 09:00 საათზე აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთო განცხადებით მიმართავენ და დღის გეგმას გააცნობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აქციის მონაწილეებთან ერთად ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.

ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.

მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა