Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

თინა ბოკუჩავა - მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება როგორ დაიწყებს ვაჭრობას, მაგრამ დათმობაზე არავინ წავა!

15.11.2024 ნახვები: 480

ძალიან მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება, როგორ დაიწყებს ვაჭრობას. ამის წინაპირობა ჩვენ უკვე ვნახეთ, მაგრამ დათმობაზე არავინ წავა! ჩვენს ხელისუფლებასთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლაპარაკების საგანი გვექნება, ეს იქნება ხელახალი არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს ვერ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

„პრემიერ-მინისტრად წოდებული ადამიანი, რომელიც ღიად ამბობს, რომ ოპოზიცია არც პარლამენტში სჭირდება და მეტიც, ოპოზიციის გაუქმებით იმუქრება, ადასტურებს რომ ამ ქვეყანას მათი პოლიტიკური დაჯგუფების პირობებში ვერ ექნება ევროპული მომავალი, საერთაშორისო იზოლაციაში [ქვეყანა] იქნება, რაც სამწუხაროდ, ასევე, გამოიწვევს საერთაშორისო, ეკონომიკურ იზოლაციას, რასაც უმძიმესი შედეგები მოყვება, ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამიტომ ჩვენ ჩვენი შრომით, ბრძოლით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს, რომ ამ ქვეყანამ დაიბრუნოს ნორმალური, დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა.

ივანიშვილის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელმაც ქვეყანას მოპარა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეებს მოპარა არჩევანის უფლება, გაუქმა არჩევნების ინსტიტუტი, ასევე, გააუქმა სასამართლოს ინსტიტუტი, რაც დღევანდელი სხდომითაც დასტურდება, სადაც მოსამართლეებმა ვერც კი გაბედეს სხდომის ჩატარება, იმდენად დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებას ასრულებენ, მონური მორჩილებით. სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანას ვერ ექნება ევროპული მომავალი, მას მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის პერსპექტივა თუ ექნება. ამიტომ აუცილებელია, ჩვენ დავიბრუნოთ არჩევნების პერსპექტივა და ევროპული პერსპექტივა, ამისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი შრომა და ბრძოლა. ბუნებრივია, ამ პარლამენტს ვერც საერთაშორისო ლეგიტიმაცია ექნება. ძალიან მალე ვნახავთ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება, როგორ დაიწყებს ვაჭრობას. ამის წინაპირობა ჩვენ უკვე ვნახეთ, მაგრამ დათმობაზე არავინ არ წავა! ჩვენს ხელისუფლებასთან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოლაპარაკების საგანი გვექნება, ეს იქნება ხელახალი არჩევნები”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა