აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთ-უკრაინის ომზე და ეს ომი უნდა შეწყდეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვაპირებთ ძალიან ბევრი ვიმუშაოთ რუსეთსა და უკრაინაზე. ეს უნდა შეწყდეს. რუსეთი და უკრაინა უნდა შეჩერდნენ, ”- განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე.
მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ომში ადამიანები იღუპებიან "იქნებიან ისინი ჯარისკაცები, თუ ადამიანები, რომლებიც ქალაქებში იმყოფებიან".
„ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, - განაცხადა ტრამპმა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ