Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

დაინიუს ჟალიმასი - მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს

14.11.2024 ნახვები: 412

მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის პასუხი ძლიერი უნდა იყოს.

“საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ორ საკვანძო პრინციპს უნდა გავყვეთ.

პირველი - მასიური საარჩევნო თაღლითობა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება, რომლებიც ძალიან კარგად დოკუმენტირებულია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მძიმე დარღვევაა. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ხალხის ნება დამახინჯებულია და საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

მეორე - პლურალისტური დემოკრატია გარდაუვალად მოიაზრებს ორივე - ოპოზიციისა და პოზიციის - არსებობას დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. ამასობაში, დემოკრატიული ძალების პროტესტის შემდეგ საქართველოს ახალი პარლამენტი ერთპარტიულ ორგანოდ რჩება. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ შეიძლება აღიარებულ იქნას ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

ჩვენი პასუხი ძლიერი უნდა იყოს. პირველი - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და მოვითხოვოთ საარჩევნო თაღლითობისთვის პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა. მეორე - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს მათ ბრძოლაში ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს ჩვენი შესაძლებლობაა დავიცვათ საერთო ევროპული ღირებულებები და მხარში დავუდგეთ თავისუფალ ქართველ ხალხს,” - განაცხადა ჟალიმასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა