Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

ჟიგიმანტას პავილიონისი - 3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა

09.11.2024 ნახვები: 431

ძალიან საბჭოურია - მე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა შეხვედრები აღარ ხდებოდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებას გამოეხმაურა, თუ რატომ არ შეხვდება ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ.

„ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა“, - განაცხადა პავილიონისმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ჩამოსულ, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი უთხრა.

მისივე თქმით, „შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ უპასუხებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა