Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

ფრედერიკ პეტი - ჩემთვის გასაოცარია, როცა პარლამენტის წევრი მეუბნება, „არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“

09.11.2024 ნახვები: 451

ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა - ჩემთვის გასაოცარია, როდესაც მე როგორც პარლამენტარს, პარლამენტის წევრი მეუბნება, „არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე“, - ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

მისი თქმით, აღნიშნული „ძალზე გულდასაწყვეტია“.

„გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ,“ - განაცხადა პეტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა