ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

თინა ბოკუჩავა - ელჩ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო

ნახვები: 535 თინა ბოკუჩავა - ელჩ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო

საუბრის ერთ-ერთი თემა, ნამდვილად საერთაშორისო გამოძიება იყო იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს - რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, საარჩევნო შედეგის ტოტალურად მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებისთვის ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, დაუწესოს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას პერსონალური სანქციები - ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ ინფორმაციებს, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის იმ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა.

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილებებს მიღება შეუძლიათ, პოლიტიკური ნება ფაქტია არსებობს, არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უმცირესი გამონაკლისების გარდა არ ულოცავს და არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ცივილური სამყარო კარგად ხედავს, რომ ეს არის იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, ამ ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში.

ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლოა, დამატებით თავად ევროკავშირის მხრიდან ამგვარი მტკიცებულებების მოძიებაც განიხილონ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა