ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

სერგეი ლავროვი - მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

ნახვები: 533 სერგეი ლავროვი - მზად ვართ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ

რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი ხელოვნურად ცდილობენ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი წარმოაჩინონ, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

„სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სიცრუეა.

„ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა