ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზურაბ ჯაფარიძე - მალე პარლამენტის შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ!

ნახვები: 537 ზურაბ ჯაფარიძე - მალე პარლამენტის შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ!

10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეს არ უნდა დავუშვათ!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „სახე უნდა აეხეს ყველას“, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას.

„რეალობაა, რომ თქვენ გაიმარჯვეთ, პარტიებმა კი არ გაიმარჯვეს, თქვენ გაიმარჯეთ. თქვენთან ერთად გაიმარჯვა ამ ქვეყნის ევროპულმა მომავალმა. ეს შენობა და ძალაუფლება, გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ, ფიზიკური ძალით არ გაძლევენ. როდესაც საუბარია, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ, ბევრი გეგმა არ არსებობს. წინ არის ძალიან მოკლე ვადები. ერთი ვადაა 21 ნოემბერი - ბოლო ვადა, როდესაც ცესკომ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვერ გაბედოს ცესკომ და კალანდარიშვილმა ამის გაკეთება. ქვეყნის გარედან მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. სახე უნდა აეხეს ყველას, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, აქაც უნდა გაეცეთ პასუხი. ამის შემდეგ, კიდევ პატარა ვადა რჩება, 10-დღიანი ვადაა კონსტიტუციით განსაზღვრული, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა ცნონ. ეგ არ უნდა დავუშვათ. ეს ჩვენი გასაკეთებელი კი არა, ყველას გასაკეთებელია, თქვენი გასაკეთებელია. თქვენ, ვინც აქ დგახართ, ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი ხართ. თქვენს უკან აღარავინ არის. ჩვენი ერთად გასაკეთებელია ეს. მოგვიწევს ბრძოლა, ქუჩაში ბრძოლა მოგვიწევს. მზად იყავით, მეორედ არავინ დავიბადებით ამ ქვეყანაზე“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა