Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

თინა ბოკუჩავა - გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები, შეუპოვარი ბრძოლა

04.11.2024 ნახვები: 479

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის გეგმა კარგად გამოჩნდა დღეს. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი იმისთვის იხდიდა წინასაარჩევნოდ ბოდიშს, რომ საქართველოს რუკიდან ოკუპირებული ტერიტორიები გაექრო.

„26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ მოგვპარა არჩევნების უფლება, ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, არამედ დაიჯერა, რომ ქართველი ხალხი ამ ქურდობას შეეგუება. ჩვენი შვილები აუცილებლად გაიზრდებიან ევროპულ საქართველოში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამას მივაღწიოთ! ეს გვაერთიანებს დღეს და ამ სიმართლით, ამ შეუპოვრობით, ამ ბრძოლით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ძალიან მეამაყება და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, საზოგადოება დაეყო და ადამიანები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა, ჩვენ დღეს ვდგავართ ერთად, მათ შორის, ერთად დგას ქართული ოპოზიცია, რომლებსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ და რომლებიც აირჩიეთ იმისთვის, რომ მართონ ეს ქვეყანა და გაიყვანონ ევროპულ სამშვიდობოს. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ის გამარჯვება დავიბრუნოთ, რომელსაც ივანიშვილი გვპარავს.

გეგმა არის გამარჯვების დაბრუნება და ხელახალი არჩევნები. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ შეუპოვარი ბრძოლა გამარჯვების დაბრუნებისთვის. დღეს ვნახეთ, რა გეგმა აქვს ივანიშვილს, ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად გამოჩნდა - მოღალატე პაპუაშვილის მიერ ნაჩვენებ საქართველოს რუკაზე, სადაც ოკუპირებული რეგიონები უკვე გამქრალია. ამისთვის იხდიდნენ წინასაარჩევნოდ ბოდიშს, ამასთან შეგუებას ცდილობდნენ ქართველი ხალხის, მაგრამ არ დავთმობთ არც ჩვენს ტერიტორიებს, არც ჩვენს გამარჯვებას, არც ჩვენს ევროპულ მომავალს და ამ ბრძოლაში ჩვენ არ დავიღლებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა