ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ქურდი თავის შანტრაპასთან ერთად - ვისაც ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე!

ნახვები: 533 მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური ქურდი თავის შანტრაპასთან ერთად - ვისაც ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე!

მინდა ბიძინა ივანიშვილმა გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის დგას მართალ მხარეს, „იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის - არც ბიძინას, არც პუტინს და არცერთ მტერს.“

„ჩვენ წაგვართვეს (არჩევნები), მუხანათურად მოგვეპარნენ, ზურგში დანა ჩაგვარტყეს, სულში ხელი ჩაგვიყვეს და ყველაზე მთავარი - ჩვენი ხმა ამოგვაცალეს. ამოგვაცალეს იმიტომ, რომ მერე ეს ქვეყანა სხვა ქვეყანას ჩააბარონ. ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ასეთი განსაცდელის დროს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა, მაგრამ არსებობს ერთი ამოუცნობი ფენომენი, რომელსაც ქართველი ხალხი ჰქვია, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს ერთად შეკრების იმ საშიშროებას, რომ არ დათმოს ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება. ამაშია ჩვენი გადარჩენის ფორმულა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, არსებობს პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს.

„არსებობს ორი ტიპის ქურდი - ქურდი, რომელიც მოგპარავს მობილურს, ფულს, მანქანას და რომელიც შენ გირჩევს. არსებობს მეორე ქურდი - პოლიტიკური ქურდი, რომელიც გპარავს მომავალს, ყველაფერს - შენი შვილების ბედნიერებას, შენი შვილების თავისუფლებას - ასეთი ქურდია ბიძინა ივანიშვილი. მინდა მან გაიგონოს, რომ ის პოლიტიკური ქურდია თავის შანტრაპასთან ერთად, რომელიც მზად არის და წლების განმავლობაში ემსახურება იმას, რომ ჩვენ მომავალი მოგვპაროს. მე ვდგავარ მართალ მხარეს, იმ ხალხთან ერთად, რომელიც არ გაატანს ამ ქვეყანას არავის - არც ბიძინას, არც პუტინს და არცერთ ჩვენს მტერს...

ერთად გაგვიმარჯოს. ერთად მივაღწევთ და არ დავნებდებით. ვისაც ბიძინა ივანიშვილის ეშინია, იმის დედა ვატირე მე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა