სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

მეუფე იაკობი - მივმართავ პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან: რას მოგვცემს ეს აქციები? ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის - აღარ აგარევინებთ

03.11.2024 ნახვები: 492

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ - რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ - რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? - ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე - ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო - გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი“.

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო - კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? - ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ... ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, - განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია.

„კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ. ხომ გინდათ, ქუჩაში იაროთ ან მიტინგზე გამოხვიდეთ? ეგრე თუ მოიქეცით, მუდმივ ოპოზიციაში იქნებით. შედეგებზე ხომ უნდა იფიქროთ? ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით ურთიერთობები დალაგდება და ქართველი ერი იზოლაციაში არ იცხოვრებს.

„მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა