ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს არჩევნები რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება

ნახვები: 534 ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს არჩევნები რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება

26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და „ქართული ოცნების“ ასრულებით, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნაცვლიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, მისი თქმით, არჩევნების გაყალბებას საერთაშორისო გამოძიება სჭირდება.

„ამ სიუჟეტებში მრავლობითი სქემებია ახსნილი სწორედ დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, რომელზეც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ პირველივე საათებში ვსაუბრობდით, როდესაც ნათელი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა რუსმა ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით და ქართველი ხალხის ნება გააყალბა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს საქართველოს არჩევნებში და ასევე, მრავლობითი დანაშაულების, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება. ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო: პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ნათელია, რომ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა. სხვა შემთხვევაში, ამ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურას რომ ჰქონოდა არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების სურვილი, მიიღებდა იმ ზომებს, რაც კანონმდებლობით ევალება.

„26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და „ქართული ოცნების“ ასრულებით. ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო, საგამოძიებო მექანიზმი, საერთაშორისო მისია. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ფაქტებს შეისწავლის და მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად, მიუკერძოებლად დაადგენს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, შეგროვებული აქვთ მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა