იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ნინო დოლიძე - შედეგებს არ ვაქვეყნებთ, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება

ნახვები: 550 ნინო დოლიძე - შედეგებს არ ვაქვეყნებთ, ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება

ჩვენ შედეგებს არ ვაქვეყნებთ იმიტომ, რომ პრობლემები, რომელიც ვიხილეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, დამდგარი შედეგები ვერ იქნება [ხალხის ნების] გამოხატულება, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის კრიტიკას, თუ „სამართლიანი არჩევნები“ რატომ არ აქვეყნებს არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს.

დოლიძის თქმით, პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნება მისი და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

„სამართლიანი არჩევნები” უკვე 29 წელია არჩევნებს აკვირდება. ჩვენი მეთოდოლოგია არის რაოდენობრივი და თვისებრივი. სწორედ, ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენს მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს, ვფიქრობთ, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ, აქედან გამომდინარე, ის დამდგარი შედეგები [ხალხის ნების] გამოხატულება ვერ იქნება.

[აღნიშნული გადაწყვეტილება] არის ჩემი და ჩემი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. სწორედ, იმ ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საზოგადოების წინაშე გაგვაჩნია. ჩვენ საზოგადოებას, აუცილებლად უნდა ვუთხრათ რა პრობლემები ვიხილეთ და ეს ახდენდა თუ არა გავლენას შედეგებზე.

თუ მე შედეგებს არ ვენდობი იმას ვერ გამოვაქვეყნებ. მე გეუბნებით, რომ დამდგარ შედეგებს არ ვენდობი. იქიდან გამომდინარე, რომ აი, ის პრობლემები, რაც ვიხილეთ, ის აისახებოდა დამდგარ შედეგებზე. შესაბამისად, ვერ იქნება ქართველი ხალხის გამოხატულება და ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, რომ ამდენი პრობლემა, რაც დავინახეთ ის ვეღარ იქნება შედეგების ვალიდური განმსაზღვრელი. ჩვენ პირიქით ახლა შედეგებზე რომ გვქონდეს აპელირება, ეს იქნებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც გამოვაქვეყნებთ და რამდენად სწორია ის საზოგადოებისთვის. საზოგადოებას ჩვენ უნდა მივაწოდოთ, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, სწორი ინფორმაცია. რაოდენობრივი შედეგები საზოგადოებას [გავაცანით]. მათ შორის, 31%-ზე იყო აღრიცხვა ამომრჩევლის, 13%-ზე იყო მოსყიდვა ამომრჩევლის, 19% -ზე იყო ტრანსპორტირება. ეს PVT-ის შედეგებია, თქვენ გგონიათ არა?! რადგან PVT-ის რაოდენობრივი შედეგები დღის პროცესთან დაკავშირებით ასეთი პრობლემური იყო, ამიტომ ვამბობთ შედეგებზე... ჩათვალეთ, რომ ჩვენ PVT-ის შედეგები გამოქვეყნებული გვაქვს“, - განაცხადა დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა