სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

გიორგი ვაშაძე - „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ - გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ

26.10.2024 ნახვები: 407

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე 10-მდე პირი მივიდა და იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვაშაძემ მმართველ პარტიას მოუწოდა არჩევნებზე მარცხი აღიარონ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! საზოგადოებას მივმართავ, პასუხი იმაზე, რასაც ჩადიან უნდა იყოს მეტი აქტივობა, მეტი ხმა განვითარებისკენ, რომ ამ უბედურ ძალას, რომელიც „ქართული ოცნებაა“, წერტილი დავუსვათ. „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ. გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ”,- აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა