სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

ანა ნაცვლიშვილი - ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

26.10.2024 ნახვები: 422

ზუგდიდში, ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარღვევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან საარჩევნო უბნებზე არსებულ შესაძლო დარღვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა.

მისივე თქმით, რამდენიმე უბანზე შეინიშნება დამკვირვებლებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის არასათანადო გარემოს შექმნის და ხელის შეშლის ფაქტები.

ნაცვლიშვილი საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულებები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის, კანონიერად, მშვიდ გარემოში ჩატარება.

„გათენდა 26 ოქტომბერი, საქართველოს დიდი გამარჯვების დღე რუს ოლიგარქზე. მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა უკვე უბანზე ხმის მისაცემად. უპრეცედენტო აქტიურობა არის თბილისში, აქტიურობა არის ასევე სხვადასხვა ქალაქებში. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმის მიუხედავად, ადამიანები დილიდან მიდიან ხმის მისაცემად და თითოეულს მინდა მადლობა ვუთხრა და მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ გამოიყენონ საარჩევნო ხმის უფლება საქართველოს გადასარჩენად.

„ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს სრული დატვირთვით. ჩვენ წარმომადგენლები გვყავს საქართველოს ყველა საარჩევნო უბანზე. ვაკვირდებით ხმის მიცემის პროცესს და რეაგირებას ვახდენთ თითოეულ დარღვევაზე. ჩვენ დავიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმას რუსი ოლიგარქისგან.

ამ ეტაპზე დაფიქსირებულია რამდენიმე დარღვევა, რაზეც ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. ეს არის ქუთაისში 59-ე ოლქის მე-11 და მე-17 უბნებზე, მთაწმინდის 1-ელი ოლქის მე-16, 31-ე და მე-11 უბანზე. ჩუღურეთში 22-ე უბანზე, გორში 32-ე ოლქის 59-ე უბანზე, ვაკეში მე-8 უბანზე. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული დარღვევა არის ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის მიცემა, რაც არის დარღვევა. ჩვენ ყველაფერს აღვნუსხავთ და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში 72-ე სპეცუბანზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულება, „ძლიერი საქართველოს“ დამკვირვებელი სამი საათის დაგვიანებით შეუშვეს, ეს არის დარღვევა. რამდენიმე უბანზე შეინიშნება დამკვირვებლებისთვის, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვის, არასათანადო გარემოს შექმნის და ხელის შეშლის ფაქტები.

მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიებს, დაემორჩილონ საქართველოს კანონს, შეასრულონ თავიანთი კანონისმიერი ვალდებულებები და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის კანონიერად მშვიდ გარემოში ჩატარება. ასევე, ახლა მაწვდიან ინფორმაციას, რომ ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ ზუგდიდში, ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას და არ დავტოვებთ არც ერთ დარევას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა