Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს - თინა ბოკუჩავა

25.10.2024 ნახვები: 449

შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები-დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ.

„შიშზე დაფუძნებული კამპანიის ჩატარების მცდელობას ყველა ხედავს საქართველოს შიგნით და გარეთაც, მათ შორის გამოცდილი დამკვირვებლები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დაშინების მცდელობა არ იმუშავებს, უკურეაქცია ექნება, თავისუფლებისმოყვარე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ევროპულ კეთილდღეობას აირჩევენ, ხელისუფლების ცვლილების ყველაზე მყარი გარანტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდის შემდეგ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’, “გახარია საქართველოსთვის”, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა