სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობის“ ბილბორდებზე მათივე საწინააღმდეგო ბანერების გადაკვრაზე - კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ

25.10.2024 ნახვები: 343

კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტი, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებზე, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქართველების პასუხი „უსამშობლოების“ მიმართ, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობა მტრად გამოაცხადა.

„ეს, როგორც ჩანს, არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოების მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. ამას აკეთებდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია, ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მედია, „რადიო თავისუფლება“, რომელიც ავრცელებდა ამ მართლაც ფაშისტურ მოწოდებებს, რომ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადონ მტრად. ამაზე მეტი ფაშიზმი სხვა რაღაა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებ მტრად. ანუ მას აცხადებ შურისძიების, ძალადობის, ბულინგის, ზეწოლის სამიზნედ და ამას ავრცელებენ ის მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან . რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობას როდესაც მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას რომ ექნება რეაგირება, ვხედავთ და სავარაუდოდ, ასეც არის. კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბილბორდებს, ამავე გაერთიანების საწინააღმდეგო ბანერები გადააკრეს.

ბანერებზე გაკეთებულია წარწერა: „ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს“ .

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა