მაკრონი: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა, ისინი არ უნდა გავაიგივოთ არეულობის მონაწილეებთან
მაკრონი საფრანგეთში არეულობებზე: ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით, ძალადობას გამართლება არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting

სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა

ნახვები: 421 სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა

ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება, მაგრამ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის მისი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისადმი.

პრეზიდენტმა მათი მისამართით განაცხადა, რომ „ევროპული გზა ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ ერთად მიგვიყვანს მშვიდობიან სივრცეში“.

„უპირველესად, გზავნილი იქნება ის, რომ ვწუხვარ, რომ ამ დღეებში დელიმიტაციის ხაზი გადაკეტილი იქნება და მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, არ ექნებათ საშუალება, რომ მოვიდნენ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

მაგრამ მე გავიმეორებ იმას, რასაც რამდენიმე წელია უკვე ვეუბნები, რომ ჩვენი ევროპული გზა არის მათი ევროპული გზა და ეს არის ყველაზე ნაღდი ევროპული გზა, რომელიც ჯერ დაგვაახლოებს, შემდეგ კი მიგვიყვანს ერთად იმ სივრცეში, რომელიც მშვიდობიანი სივრცეა და სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებს ადგილი არ აქვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა