მაკრონი: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით გამოვიდა, ისინი არ უნდა გავაიგივოთ არეულობის მონაწილეებთან
მაკრონი საფრანგეთში არეულობებზე: ყველანი ბრაზსა და სირცხვილს განვიცდით, ძალადობას გამართლება არ აქვს
ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად

ნახვები: 404 სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად

არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა რეალური, რომ რუსეთი საქართველოში არჩევნების შედეგებში ჩაერევა.

„ყველა ეს თეორია თეორიაა. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სურს ევროპული მომავალი და ხალხის ნებას ვერაფერი დაუდგება. ვიდეოები, რასაც უშვებენ იმის შესახებ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებს, ომი იქნება; რუსეთი ჩაერევა, დაშინების ტაქტიკაა არჩევნების წინ, ასევე, ზეწოლის განხორციელების მცდელობა ამომრჩეველზე. არცერთი ქვეყანა, რომელსაც ეტყვი: „ომის არ გეშინია?“ არ გეტყვის - „არ მეშინია“.

არ არის სცენარი, სადაც ეს მოხდება. საქართველო ხმას მისცემს მშვიდობიანად და დაუბრუნდება თავის ევროპულ გზას მშვიდობიანად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა