Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს

15.10.2024 ნახვები: 465

ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს.

„ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

FT-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას „ერთპარტიულ მმართველობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“.

„როგორ მოიშორებთ რუსულ ხელისუფლებასა და რუსულ, რაც არ უნდა უწოდოთ მათ, კონტროლით თუ ზეწოლით?“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ მეტსახელს იმსახურებს, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს.

„საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ არჩევნების შედეგების დადასტურების შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ კვირაში ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნას შეძლებენ და დროებითი მთავრობა ამომრჩეველს სიცხადეს მისცემს“, - წერს Financial Times.

„ვფიქრობ, მოსახლეობამ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებზე უკეთ გაიგო, რომ ეს რეფერენდუმია და მომავლისთვის რეალური არჩევანია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა