Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

ანა წითლიძე - სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი მოქმედებს

15.10.2024 ნახვები: 486

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ე.წ. "ძალოვანთა შტაბი" მოქმედებს, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს.

წითლიძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული მაღალჩინოსნები დაასახელა და იმ პირების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, სენაკსა და ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევით არიან დაკავებული, რათა არჩევნებზე ვერ მივიდნენ.

წითლიძის მიერ დასახელებულ პირებში პოლიციის მაღალჩინოსნები, სენაკის მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები არიან.

„სენაკში პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. "ძალოვანთა შტაბი" მოქმედებს, რომელსაც სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი ხელმძღვანელობს. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:

ბადრი გოგინავა - სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია - ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა - ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და ა(ა)იპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. "ტყის ძმების" მეთაური, გია ყალიჩავა, პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა, "ოცნების" აქტივისტი, ირაკლი ჯიქია - შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა - საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს: - ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას. მათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადავცემთ. თქვენი მცდელობების მიუხედავად, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" 26 ოქტომბერს სამეგრელოში და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე.

მოვუწოდებ შსს-ს მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთაღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა