Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership
Macron, Erdoğan discuss war in Ukraine, Middle East situation

თინა ბოკუჩავა - გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით

14.10.2024 ნახვები: 483

დღეს, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით, - ასე უპასუხა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების კითხვას, უნდა დასახელდეს თუ არა ტექნიკური მთავრობა არჩევნებამდე.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის ქართული ქარტიის ხელმომწერი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვან გზამკვლევად მიაჩნია.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული, შესაბამისად, ქართული ქარტიის და ყველა იქ გაწერილი რეფორმის, რომელიც შემდეგ კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს ვადებში უნდა გაატაროს. დღეს, როდესაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი, გენერალური ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვართ ფოკუსირებული, არის საერთო ოპოზიციური ეროვნული გამარჯვების მოტანა ერთიანობით. იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს არჩევანი საკუთარი ევროპული კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ დღეს მთავარი, ეროვნული ამოცანა არის სწორედ ერთიანობით საარჩევნო გამარჯვების მოტანა“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

მისი შეფასებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულ ქარტიის შედგენაში.

„დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც კონსტიტუციის გარანტი, მათ შორის საარჩევნო შედეგის გარანტი თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგად. ისევე, როგორც კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში, რომელიც მჯერა, მრავალპარტიული მთავრობა იქნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა