უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა
Partisans sabotage key transit hub for Russian military cargo to Zaporizhzhia front
Eastern-rite Christians celebrate Easter
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
US and Iran fail to reach agreement to end war – JD Vance
Ukrainian air defense downs rare Russian drones Knyaz Veshchiy Oleg and Izdeliye-54
Ukraine’s USFs eliminate over 82,000 Russian troops in 10 months
Electricity imports: PM Svyrydenko holds meeting with Ukrenergo leadership

მაიკლ როთი - საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია

21.09.2024 ნახვები: 493

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.

„ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე…

[საქართველოს] მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია. პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სადავო კანონები გაიწვევა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება. ამ მომენტისთვის კი ევროკავშირის კარი დახურულია,” - განაცხადა როთმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პერსპექტივები „მკრთალია“ და შიშობს, რომ „დასავლეთი საქართველოსგან შეტრიალდება, მაშინ როდესაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ზრდას აგრძელებს. ბევრი ახალგაზრდა ქართველი დატოვებს ქვეყანას“.

„[საქართველოს მთავრობა] დასავლელი პოლიტიკოსების მიღებაზე ამბობს უარს. ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობების დაცვა და მედიის თავისუფლება, განზრახ ესხმიან თავს. თუ მთავრობა მომავალ არჩევნებს მოიგებს, ის ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს. ამ კურსით, ისინი ევროკავშირის პარტნიორები არ არიან,” - განაცხადა როთმა.

მან აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქართველები მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობენ და “აქ შეგიძლია იგრძნო, რომ ევროპის გული ახლა საქართველოში სცემს”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა