ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

პაველ ჰერჩინსკი - თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით

ნახვები: 546 პაველ ჰერჩინსკი - თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით

ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია.

„ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მე კარგად მესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს, არის საარჩევნო კამპანია, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. უნდა მოვასწროთ. დიდი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი, საჭირო რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება უმაღლეს დონეზე, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მაშინ, როდესაც ჩვენ დავაჩქარეთ გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ძლიერად მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორიას“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა