ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

პაატა მანჯგალაძე - თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

ნახვები: 549 პაატა მანჯგალაძე - თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

თუ ვინმეს სჭირდება დედის დაფიცება იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ გავაკეთებთ კოალიციას, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, - ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ინიციატივას, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ მათი კოალიციიდან არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, თავისთავად ცხადია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ამ საკითხში მათი კოალიციიდანაც არავინ ითანამშრომლებს.

„ეს თავისთავად ასე არის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, ჩვენი გაერთიანება, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, ბუნებრივია, არანაირ და ვერანაირ კოალიციას არ გეგმავს „ქართულ ოცნებასთან“. რაც ისედაც ჭეშმარიტი და ცხადია, კიდევ წერილობით დოკუმენტი საჭირო არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობას, იმ ფონზე, როცა სხვა ოპოზიციური პარტიებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის სურვილს არ გამოთქვამენ, მანჯგალაძის თქმით, მათი გაერთიანების ფორმულა მარტივია, რომ ერთიანობა და ეროვნული თანხმობა არის ხალხის დაკვეთა.

„თუ შესაძლებელი არის და ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი, თანამშრომლობა არჩევნების შემდეგ, რატომ არ შეიძლება თანამშრომლობა არჩევნებამდე?! მაგალითად, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საკითხში. თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ხალხის დაკვეთა არის ერთიანობა თუ არა, ეროვნული თანხმობა.

ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ აცხადებს,რომ „არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმთან, არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში“. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერების თქმით, მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა