Politico: რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციები კვლავ ამოქმედდა, 30-დღიანი საშეღავათო ვადა ამოიწურა
ნესტან კუტივაძე: იდეალისტების გადამდები ხიბლი
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - ირანის ბლოკადა სრულად განხორციელდა
შსს - დაკავებულია კაცი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა
ჯეი დი ვენსი - აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი კარგ საქმეს გააკეთებს, კარგი ადამიანია
60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს ამკაცრებს
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა

ავტოტრანსპორტის დაზღვევა სავალდებულო გახდება

01.09.2024 ნახვები: 498

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვა იგეგმება.

ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის „სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღება მოხდება.

მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში დინამიურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი.

მათივე ცნობით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი – ბავშვი, მოხუცი.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა; ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლის და ჯანდაცვის სისტემისთვის. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით. ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ- ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქმნილ დავებს და პრობლემებს. სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის დანერგვა ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სადაზღვევო კულტურის, ამ მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების და სექტორისადმი ნდობის ამაღლებას, რომლის გარეშეც შეუძლებელია დაზღვევის, როგორც მოულოდნელ ფინანსურ დანახარჯებთან გამკლავების ალტერნატიული საშუალების ეფექტიანი ფუნქციონირება. „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, თავისი კანონმდებლობა დაუახლოოს ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის, 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/103/EC დირექტივა, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და მოცემულ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში ამ ვალდებულების შესრულებას“, – ნათქვამია მთავრობის გეგმაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა