ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

მიხეილ სააკაშვილი - ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა

ნახვები: 540 მიხეილ სააკაშვილი - ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ "ნაციონალური მოძრაობა"? - საქმე იმაშია, რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ,გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ "5" ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგანცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ამასთან, სააკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გასვლით შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილისსიტყვით გამოსვლაც შეაფასა და ამბობს, რომ „შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა“.

„ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.

ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.

რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ "ნაციონალური მოძრაობა"? - საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ " 5 " ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.

"ნაციონალური მოძრაობა" ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.

ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ, ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.

ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!

გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!“- წერია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისივე „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა