იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილმა წინააღმდეგობის დასრულება არაერთხელ სცადა და არ გამოუვიდა – პარტიების აკრძალვაც მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის
ლევან ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე დასწრებას ითხოვს – „რეალურად ასამართლებენ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს“
ნიკო კვარაცხელიას დედა: უნდა გაირკვეს, ვინ დაუკვეთა ჩემი შვილის მკვლელობა – წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ ხელისუფლებაშია
შსს-მ ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა
რომან გოცირიძე: რუსული დიზელის იმპორტი აშშ-ში საწვავის ფასებზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს, სანაცვლოდ კი ტრამპს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია

ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს

ნახვები: 550 ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს

ირანი ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან საუბრის დროს განაცხადა.

გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ, ისრაელის დაზვერვის განახლებული შეფასებით, ირანი მზად არის, პირდაპირ შეუტიოს ისრაელს თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ და, სავარაუდოდ, ამას რამდენიმე დღეში გააკეთებს.

დაზვერვის ახალი შეფასება მიუთითებს, რომ თავდასხმა, შესაძლოა, 15 აგვისტოს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებების წინ მოხდეს.

ისრაელის სადაზვერვო საზოგადოება ფიქრობს, რომ პირველ შეტევას, სავარაუდოდ, „ჰეზბოლა“განახორციელებს ბეირუთში თავისი უმაღლესი სამხედრო მეთაურის მკვლელობის საპასუხოდ და შემდეგ ირანიც, შესაძლოა, შეუერთდეს საკუთარი პირდაპირი შეტევით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა