ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლიპეცკში, დრონებით თავდასხმის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

ნახვები: 542 ლიპეცკში, დრონებით თავდასხმის გამო, ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში, დრონებით თავდასხმის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები : კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა. მოსკოვის დროით, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე განგაშის წითელი დონე გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა და ამჟამად, ოლქის მტერ ტერიტორიაზე განგაშის ყვითელი დონე მოქმედებს.

მანამდე, ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ლიპეცკზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა, რის შედეგაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგებაში შეფერხება მოხდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა