ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

პეტრე ცისკარიშვილი - მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად

ნახვები: 549 პეტრე ცისკარიშვილი - მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად

მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, რუსეთის აგენტებად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მომდევნო ნაბიჯი, მგონია უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება, ჩვენი ერთიანობით 26 ოქტომბრის შემდეგ განვახორციელებთ.

გამჭვირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით, გამჭვირვალობა უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“, განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ცისკარიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის „ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ“.

„სამწუხაროდ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულება, როგორ წესი ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუცია, როგორიც დასავლური ყაიდის დემოკრატიულ სახელმწიფოებში უნდა იყოს, აქ არ არსებობს და პირდაპირ ერთ ადამიანს და ერთპარტიულ ორგანიზაციას ექვემდებარება, ჩვენი სასამართლოც და პროკურატურაც, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უკვე მისჯილ ადამიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იმ შიშების გამო, შეიძლება, ჩემი აზრით პერსპექტივა ნაკლებად ჩანდა იმ საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკეთებდა, მაგრამ მაინც თავი დაიზღვიეს, მაინც პრევენციულად იმ ადამიანს, რომელსაც 6 წელი აქვს მისჯილი, კიდევ წინასწარი პატიმრობა დაუმატეს ზევიდან, ანუ მისი ერთი საათით გარეთ გამოსვლისაც კი ეშინიათ, იმხელა რეზონანსი შეიძლება გამოიწვიოს წინასაარჩევნოდ, საარჩევნო ველზე ამომრჩეველში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რომ შიშს დიდი თვალები აქვს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასევე საერთაშორისო აქტორებმაც, მათ შორის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან, იმის გამო, რომ რანაირად წარმოგვიდგენია ჩვენ თავისუფალი, სამართლიანი და ამავდროულად, კონკურენტული არჩევნები, როდესაც მთავარი მოთამაშე, მთავარი ოპოზიციონერი ველზე არ არის და საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს. უკვე წინასწარ აქტიურად განსაზღვრულია, რომ ეს არჩევნები თავისუფლების და სამართლიანობის კუთხით ძალიან ხარვეზებს განიცდის. მიხეილ სააკაშვილს არ ეშინია, არც არანაირი საკნის გამოცვლის, არც სხვადასხვა, ასე ვთქვათ შენობაში გადაყვანის“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა