ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

რუსული კანონი ხვალიდან ოფიციალურად ამოქმედდება - მესამე სექტორი რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს

ნახვები: 541 რუსული კანონი ხვალიდან ოფიციალურად ამოქმედდება - მესამე სექტორი რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს

რუსული კანონი რამდენიმე საათში ოფიციალურად ამოქმედდება. ყველას, ვინც "აგენტად" საკუთარი ნებით არ დარეგისტირდება, ხელისუფლება იძულებითი რეგისტრაციით ემუქრება. იუსტიციის სამინისტროში უკვე შექმნილია სპეციალური დეპარტამენტიც. დილიდან ყველა იმ მედიას და სამომოქალაქო ორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან,  რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ რატი ბრეგაძემ პლატოფრმის ამოქმდების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა, მესამე სექტორი აცხადებს, რომ რეესტრში დარეგისტრირებას და რუსული კანონის მორჩილებას არ აპირებს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ რეპრესიულ რუსულ კანონს დავემორჩილოთ, არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ნებით დავრეგისტრირდეთ და შესაბამისად, სექტემბრის დასაწყისში ამას გააკეთებს ალბათ იუსტციის სამინისტრო და დიდი ალბათობით ასევე გამოწერს ჯარიმის ქვითრებს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვანაღვლებს. ჩვენ რუსულ კანონს არ ვემორჩლებით, - ამბობს "საერთაოშიროს გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრი ალექსანდრე ბარამიძე.

 "საფარის აღმასრულებელი" დირექტორი ბაია პატარაია ამბობს, რომ თუ კანონს არ შეაჩერებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამას ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის არცევნებზე გააკეთებს.

"ცხადია, არ ვაპირებთ რეგისტრაციას და არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ამ რუსულ კანონს. არც ამ ჯარიმების გადახდას არ ვაპირებთ და მოუწევთ მერე ალბათ, სხვა ღონსიძიებებს მიმართონ. თუ ამ კანონს იგივე ხელისუფლება არ გააუქმებს და იგივე არც საკონსტიტუციო სასამართლო არ გააუქმებს, მაშინ ამ კანონს გააუქმებს ხალხი. და ხალხი ამ კანონს გააუქმებს 26 ოქტომბერს, როესაც არის არჩევნები და როდესაც მივა თავის მივა და თავის აზრს დააფიქსირებს, - ამბობს ბაია პატარაია.

 "სამართლიანი არჩევნების" დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი ბოლომდე ბრძლას აანონსებს და ამბობს, რომ საჭროების შემთხვევაში, მესამე სექტორი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ, დავრეგისტრირდეთ ამ რაღაც რეესტრში. იმედი გვაქვს, რომ ის საჩივარი, რაც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, იმსჯელებს სასამართლო და ჩვენ ვითხოვთ იქ შეჩერებას ამ კანონის და არსებობს გარკვეული მცირე, მაგრამ შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს ამას თუ არადა, სტრასბურგის ადმაიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ვაპირებთ მოვითხოვოთ დროებითი ღონისძიება, როცა ეს დრო მოვა და გვაქვს იმედი, რომ შეაჩერებან ან ერთი სასამართლო ან მეორე, ან ორივე ამ კანონის მოქმედებას და არ მოგვიწევს არანაირი კნაონდარღვევა და სანქციების დაწესება, - ამბობს ლევან ნატოშვილი.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა